ავტორი: გალინა შაკიროვა
თარგმანი: ვიქტორია ბუკია
სტილი დაცულია
წყარო: http://www.gazeta.ru/business/2008/08/11/2808097.shtml
სომხეთმა განაცხადა, რომ 7 აგვისტოდან შეკვეცილი რაოდენობით იღებს რუსულ გაზს, რომელიც მას საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიწოდების შემცირება დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან.
რუსულ-სომხურმა კომპანია “არმროსგაზპრომმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ გაფრთხილების გარეშე 30%-ით შეამცირა სომხეთში მასაწოდებელი გაზის რაოდენობა. “გაზპრომის” პრესსამსახურმა გაზეტა.რუ-ს შეატყობინა: “ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე, სომხეთისთვის გამნკუთვნილი გაზი, სრულად მიეწოდება”.
თუმცა, სააგენტო “არმინფოს” ცნობით, სომხეთისთვის განკუთვნილი გაზის ნაწილს საქართველო ითვისებს. ქართული მხარე კი გაზის ტრანზიტის შემცირებას მაგისტრალურ გაზგამტარზე საცდელი სამუშაოების ჩატარებით ხსნის. საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის სპეციალისტების თქმით, კი ეს სისტემაში გაზის წნევის მომატებას ითხოვს.
ქართული და სომხური კომპანიები ამ სიტუაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციასა და “არნგაზპრომს” შორის გაზის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით.
ექსპერტებს ჯეჯერობით უჭირთ ამ მოვლენის კომენტირება, რადგან თვით კომპანიებს არ მოუწოდებიათ საკმარისი ინფორმაცია. მაგრამ პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ “გაზის დაკარგვა” გამწვავებულ კონფლიქტთან არის დაკავშირებული.
“გაზპრომისთვის” სომხეთის მიმართულება არ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ის პერიფერიულია, _ განმარტავს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი _ აი, სომხეთის ეკონომიკა კი რუსული გაზზეა დამოკიდებული. შექმნილმა ვითარებამ კი, შესაძლოა, სომხეთსა და საქართველოს შორის უთანხმოება გაამწვავოს.”
“სომხეთისთვის ახლოა აუღიარებელი რესპუბლიკების პრობლემა, საკმარისია გავიხსენოთ მთიანი ყარაბაღი”- აღნიშნავს ანალიტიკოსი.
“ჯერჯერობით სომხები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, რადგან ხვდებიან, რომ ქართული მხარის ეს ჟესტი პოლიტიკური მომენტებითაა განპირობებული, მაგრამ გაზის ნაწილი თუ ისევ გააგრძელებს საქრთველოს ტერიტორიაზე “გაქრობას”, შესაძლოა, სომხები ღიად გამოვიდნენ ქართველების წინააღმდეგ”_ მიიჩნევს მაკარკინი.
წელს, რუსული გაზის ჰოლდინგთან მოლაპარაკებით, სომხეთმა 2,1 მილიარდი კუბამეტრი გაზი უნდა მიიღოს.
ადმინისტრაცია

- ვიკა და ნინი
- ეს ბლოგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა შევქმენით. ჩვენი საქმიანობის პრაქტიკული მიზანი ის გახლავთ, რომ ფართო აუდიტორიისათვის ქართულ ენაზე ხელმისაწდომი გავხადოთ ის პუბლიკაციები, რომლებიც რუსულ მედიაში იბეჭდება და ქართული საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება. იმედი გვაქვს, ექო-რუს ერთგული მკითხველი გახდებით და ამა თუ იმ პუბლიკაციასთან დაკავშირებით თქვენს მოსაზრებასაც გაგვიზიარებთ კომენტარის სახით. თუკი რაიმე შენიშვნა, წინადადება ან რჩევა გექნებათ, შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე: eqo-ru@mail.ru პატივისცემით: ბლოგის ადმინისტრაცია.

blogroll
რუბრიკები
- news (2)
- კონფლიქტის ზონა (2)
- კრიმინალი (1)
- პოლიტიკა (6)
- რას წერენ ჩვენზე? (5)

ბლოგები
-
-
დედა, მამა და წლინახევრის ბიჭი - შარშან ამ დროს ვწერდი იმაზე, თუ *რა აღმოვაჩინე,* ზოგადად, შვილის ყოლის შემდეგ. მას მერე გამოხდა ხანი. მე უკვე დიდი გოგო ვარ, ვისწავლე დროის განაწილება შვი...
-
ესეც პატარა გოგო - ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო და მე სამჯერ შევედი უკვე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეთო ერთი პატარა გოგოა, დიდი ბიჭების ციცქნა დაიკო. მეტი არ ვიცი რა ...
-
ერიკის ამბები და სხვა :) - ვკითხულობ ხოლმე სოფის და მის მზეჭაბუკების ამბებს და ვფიქრობ რა მალე იზრდებიან სხვისი ბავშვები. მერე ერიკს შევხედავ ხოლმე და ვფიქრობ - საკუთარი შვილიც არა ...
-
Info Lowongan Kerja Bekasi Update Desember 2015 - Info Lowongan Kerja Bekasi Update Desember 2015. Kriteria pekerjaan yang sedang anda cari mungkin saja ada disini, untuk itu jangan sampai ketinggalan untu...
-
თბილისი ტურისტის თვალით - შარშან გავიარე ონლაინ კურსი სტენფორდის უნივერსიტეტიდან - Creativity: Music to My Ears. ტინა გვაძლევდა ისეთ დავალებებს, როგორიცაა: გარემო ხმების დაფიქსირებ...
-
ლექსები2. სოსო ნადირაძე - LEQSEBI2
-
პროფესიებში დაკარგულის პოსტი - დღეს, გაღვიძებისთანავე ვებრძვი ბოლო პოსტში, საკუთარ თავში აღმოჩენილ დაავადებას. რახან ვწერ, ე.ი. ერთი ნაბიჯით უკვე წინ ვარ - გამოჯანმრთელებისკენ! :) ...
-
საქართველომ ეროვნული გმირი შეიძინა - ავტორი: ოლეგ ზორინი მთარგმნელი: ვიქტორია ბუკია სტილი დაცულია http://www.kommersant.ru/doc.aspx?fromsearch=c1afedfa-79f6-4c82-9f58-4906b2a594a8&docsid...
-
ღია წერილი ეკატერინე ონიანს – ცხელი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით - ნამცხვრის ამბავი ჩვენში ასეთია: მისი სიტკბო თავისთავად ნაგულისხმევი რამ არის და ამიტომ არავინ გეტყვის, ნამცხვარი ვჭამე და ტკბილი იყო ან ტკბილი არ იყოო. ნამ...
-
Hola! - გამარჯობა ყველას! ეს ჩემი რიგით მეორე ბლოგია, ამჯერად ესპანეთზე. უკვე კარგა ხანია ამ ბლოგის გაკეთების იდეა გამიჩნდა და როგორც იქნა მოვაბი თავი. დავწერ ყველ...
-
-
-
-
-

არქივი
суббота, 16 мая 2009 г.
რუბრიკები:
რას წერენ ჩვენზე?
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)