ავტორი: გალინა შაკიროვა
თარგმანი: ვიქტორია ბუკია
სტილი დაცულია
წყარო: http://www.gazeta.ru/business/2008/08/11/2808097.shtml


სომხეთმა განაცხადა, რომ 7 აგვისტოდან შეკვეცილი რაოდენობით იღებს რუსულ გაზს, რომელიც მას საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიწოდების შემცირება დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან.
რუსულ-სომხურმა კომპანია “არმროსგაზპრომმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ გაფრთხილების გარეშე 30%-ით შეამცირა სომხეთში მასაწოდებელი გაზის რაოდენობა. “გაზპრომის” პრესსამსახურმა გაზეტა.რუ-ს შეატყობინა: “ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე, სომხეთისთვის გამნკუთვნილი გაზი, სრულად მიეწოდება”.
თუმცა, სააგენტო “არმინფოს” ცნობით, სომხეთისთვის განკუთვნილი გაზის ნაწილს საქართველო ითვისებს. ქართული მხარე კი გაზის ტრანზიტის შემცირებას მაგისტრალურ გაზგამტარზე საცდელი სამუშაოების ჩატარებით ხსნის. საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის სპეციალისტების თქმით, კი ეს სისტემაში გაზის წნევის მომატებას ითხოვს.
ქართული და სომხური კომპანიები ამ სიტუაციასთან დაკავშირებით დაწვრილებით კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციასა და “არნგაზპრომს” შორის გაზის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით.
ექსპერტებს ჯეჯერობით უჭირთ ამ მოვლენის კომენტირება, რადგან თვით კომპანიებს არ მოუწოდებიათ საკმარისი ინფორმაცია. მაგრამ პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ “გაზის დაკარგვა” გამწვავებულ კონფლიქტთან არის დაკავშირებული.
“გაზპრომისთვის” სომხეთის მიმართულება არ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ის პერიფერიულია, _ განმარტავს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი _ აი, სომხეთის ეკონომიკა კი რუსული გაზზეა დამოკიდებული. შექმნილმა ვითარებამ კი, შესაძლოა, სომხეთსა და საქართველოს შორის უთანხმოება გაამწვავოს.”
“სომხეთისთვის ახლოა აუღიარებელი რესპუბლიკების პრობლემა, საკმარისია გავიხსენოთ მთიანი ყარაბაღი”- აღნიშნავს ანალიტიკოსი.
“ჯერჯერობით სომხები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, რადგან ხვდებიან, რომ ქართული მხარის ეს ჟესტი პოლიტიკური მომენტებითაა განპირობებული, მაგრამ გაზის ნაწილი თუ ისევ გააგრძელებს საქრთველოს ტერიტორიაზე “გაქრობას”, შესაძლოა, სომხები ღიად გამოვიდნენ ქართველების წინააღმდეგ”_ მიიჩნევს მაკარკინი.
წელს, რუსული გაზის ჰოლდინგთან მოლაპარაკებით, სომხეთმა 2,1 მილიარდი კუბამეტრი გაზი უნდა მიიღოს.

0 კომენტარი: