ავტორი: ოლეგ ზორინი
მთარგმნელი: ვიქტორია ბუკია
სტილი დაცულია




http://www.kommersant.ru/doc.aspx?fromsearch=c1afedfa-79f6-4c82-9f58-4906b2a594a8&docsid=1302193


ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი საქართველოს ეროვნული გმირი გახდა. ეს წოდება მას მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა და შესაბამისი ორდენიც გადასცა. სააკაშვილმა მაკეინს ”საქართველოს ჭეშმარიტი გმირი” უწოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება გმირულად გაატარა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სტუმარს პისტოლეტიც აჩუქა და დასძინა, რომ ეს იარაღი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსმა გენერალმა ერთ ქართველ ბიზნესმენს მიჰყიდა. სააკაშვილის სიტყვებით, რუსმა სამხედრომ მოყვა, რომ ვიეტნამის ომის დროს, როცა ის ლეიტენანტი იყო და ამერიკელების წინააგმდეგ იბრძოდა, მათ ტყვედ აიყვანეს ამერიკელი მფრინავი, რომელსაც ეს იარაღი ეკუთვნოდა. ” მე მსურს ბატონ მაკეინს სიმბოლურად დავუბრუნო ეს პისტოლეტი”.
პასუხად სენატორმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ხაზს უსვამს ”იმ თანამშრომლობას და სოლიდარობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს.” შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მაკეინმა რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა. ”რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას განაგრძობს, აუცილებელია ყველა დიპლომატიური ხერხის ხმარება, რათა რუსულმა ჯარმა საქართველოს ტერიტორია დატოვოს”, - აღშფოთდა სენატორი.

0 კომენტარი: