ავტორი: ალენა მარიანოვა

მთარგმნელი: ვიქტორია ბუკია

სტილი დაცულია

http://www.gazeta.ru/social/2009/11/24/3290327.shtml


მილიციელები, რომლებმაც 20 წლის ედუარდ ღურწკაია მეტრო “კუზნიმკის” მახლობლად სიკვდილამდე სცემეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენება ედება ბრალად. თანამდებობიდან დაითხოვეს იმ ოპერატიული რაზმის თავმჯდომარეც, რომელშიც ჩხუბისთავები მსახურობდნენ. მკვლელობის მიზეზი კი ყოფითი კამათი იყო: მილიციელი 20 წლის აფხაზს იმისთვის დაესხა თავს, რომ მან იგი “მაკდონალდსის” ტუალეტში ურიგოდ არ გაატარა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ოთხშაბათს გამოძიება სასამართლოს მიმართავს, რათა მან მილიციის ყოფილი თანამშრომლების დაპატიმრების შესახებ განკარგულება გასცეს.
სამი მილიციელი, რომლებმაც მეტრო “კუზმნიკისთან” 20 წლის ედუარდ ღურწკაიას ცემაში მიიღეს მონაწილეობა, სამსახურიდან რუსეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ბრძანებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ “გაზეტა.რუ”-ს შინაგან საქმეთა სამმართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა აცნობა. “ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამივე მათგანი მილიციდან იყო, დადასტურდა. ჩხუბის დროს მათ სამუშაო ფორმა ეცვათ და არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ”- განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.
22 წლის ანვერ იბრაგიმოვს სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედება ბრალად. მისი ორი თანამშრომელიც დააკავეს, მაგრამ ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს. Aამ საქმეში ისინი მოწმეებად ჩათვალეს.
კალმიკიის მკვიდრმა იბრაგიმოვმა, 22 წლის ალეკსეი ჩერნიკოვმა ლიპეცკის ოლქიდან და 26 წლის ვიქტორ კუზნეცოვმა ვოლგოგრადის ოლქიდან მოსკოვის მეორე ოპერატიულ რაზმში 2008 წელს დაიწყეს მუშაობა.
ორშაბათ საღამოს მილიციელები მეტრო “კუზმნიკისთან” მდებარე “მაკდონალდსისი რესტორანში შევიდნენ. სამივე მთვრალი იყო. 11 საათის დასაწყოსში იბრაგიმოვი რესტორნის ტუალეტისკენ გაემართა, კიბეზე იგი ღურწკაიას შეეფეთა, რომელიც “მაკდონალდსში” მეგობარ დავით ჯომიდავასთან ერთად იყო. “ყოფითი კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა” – აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში. ორ აფხაზთან ერთად ქუჩაში გასვლისას, მილიციელები თავს დაესხნენ ღურწკაიას და ცემა დაუწყეს. მისი მეგობარი კი გაიქცა.
თვითმხილველების განცხადებით, აფხაზს ჯერ ხელჯოხით კბილები ჩაუმტვრიეს, ხოლო როცა ახალგაზრდა ძირს დაეცა, ერთ-ერთი მილიციელი მას ზედ დაახტა და გულის ფიცარი ჩაუმტვრია.
ამის შემდეგ, მილიციელებმა კიდევ ნახევარ საათს იარეს იმავე რაიონში, ბოლოს კი მეტროთი გაემგზავრნენ. დაახლოებით 11 საათზე სასწრაფო დახმარება და მილიცია გამოიძახეს. ღურწკაიას ახლობლები (და და ძმა) მის გადარჩენას ცდილობდნენ, აფთაქიდან ბინტი და ტკივილგამაყუჩებლები მოუტანეს. მაგრამ როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა, ექიმებმა ღურწკაიას სიკვდილი დაადასტურეს.
სამშაბათ დილით შსს-ში განაცხადეს, რომ ვერავის დაკავება შეძლეს: “თან ჩვენ არ გვაქვს იმის საბუთი, რომ დამნაშავენი მილიციის თანამშრომლები არიან”. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მილიციელები ჯერ კიდევ ღამით დააკავეს.
მთვრალი ქვეშევრდომების დებოშის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს მოსკოვის მეორე ოპერატიული რაზმის თავმჯდომარე პოლკოვნიკი ვლადიმერ დომაშევი. ეს განკარგულება შსს-ს თავმჯდომარე ვლადიმერ კოლოკოლცევმა გასცა.
ოთხშაბათს გამოძიება სასამართლოს მიმართავს, რათა მან მილიციის ყოფილი თანამშრომლების დაპატიმრების შესახებ განკარგულება გასცეს. “ჩვენ მასალას ვაგროვებთ, დღეს მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ, ხოლო იმას, თუ რომელ სასამართლოს მივმართავთ, ხვალ ვიტყვით”,- განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.



ავტორი: ალექსანდრე ჩერნიჩენკო

მთარგმნელი: ნინო ბეგლარაშვილი

სტილი დაცულია

24.11.2009

http://rus.ruvr.ru/2009/11/24/2396015.html



ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში ფერნანდო ვალენსუელა ევროკავშირის მომავალ გაფართოებას არ გამორიცხავს. “თუმცა, დღესდღეობით, ევროკავშირში შემავალ კანდიდატებს შორის არც უკრაინა და არც საქართველო არ განიხილება”- აცხადებს ის.
არის ქვეყნები, რომლებსაც კონკრეტული დაპირება აქვთ ევროსაბჭოსგან - ეს პირველ რიგში დასავლეთ ბალკანეთს ეხება. “თურქეთი სხვა საქმეა - აღნიშნა ვალენსუელამ - ეს ქვეყანა კანდიდატია, მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამან განსაზღვრულ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს. იგვე ეხება ბალკანეთის სხვა ქვეყნებსაც.”
რაც შეეხება ევროკავშირში უკრაინის და საქართველოს შესვლას, ვალენსუელამ აღნიშნა, რომ ამჟამად ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას. “ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატებდ არ განიხილება”- განაცხადა მან.
თუმცა სწორედ გუშინ, თბილისელ სტუდენტებთან გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახლგაზრდა მსმენელებს არწმუნებდა, რომ ის აქტიურად “აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას”. ჩვენი ექსპერტები ამ მტკიცებას, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად მიიჩნევენ. საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში მიღების თაობაზე რუსეთის ფედერციის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა ჩვენს კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა:
ამ თემაზე საუბარი ძირითადად თბილისიდან და ვაშინგტონიდან მოდის, შესაბამისად, კიევიდანაც. მართალია თავად ევროპელები მორალურად ზოგჯერ მხარს უჭერენ სააკაშვილისა და იუშენკოს ბუნდოვან განცხადებებს, მაგრამ სერიოზული ევროპელი ოფიციალური პირების თვალთახედვით და ევროკავშირის წესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ეს სრულიად გამორიცხულია.”
არანაკლებ კატეგორიულია საქართველო-უკრაინის პერსპექტივების საკითხში ჩვენი სხვა ექსპერტიც, ფონდ “პოლიტიკის” პრეზიდენტი ვიაჩესლავ ნიკონოვი:
“ევროკომისიის წარმომადგენლობის განხცადებაში არაფერი ახალი არ გაჟღერებულა. არც უკრაინა, არც საქართველო არასოდეს არანაირად არ განიხილებოდა უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, ისინი შედიან “ჩრდილოეთის პარტნიორობის” პროგრამაში, რომელიც წევრობას კი არა, ბრიუსელის პოლიტიკური ნაბიჯების განსაზღვრას გულისხმობს იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარეობენ. უკრაინის და საქართველოს შესვლა ევროკავშირში ოფიციალურად არასოდეს არც კი განხილულა.”
რუსეთის ფედერაციაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფერნანდო ვალესუელამ თავის გამოსვლაში ასევე აღიარა, რომ ევროპაში არსებობს ერთგვარი “ევროკავშირის გაფართოებით დაღლილობა”. დაისვენებს თუ არა მისგან ევროკავშირი, უცნობია. თუმცა ის, რომ უკრაინას და საქართველოს თავიანთი იმედებისგან შეუძლიათ დასვენება, აბსოლუტურად ზუსტია.