ავტორი: ალენა მარიანოვა

მთარგმნელი: ვიქტორია ბუკია

სტილი დაცულია

http://www.gazeta.ru/social/2009/11/24/3290327.shtml


მილიციელები, რომლებმაც 20 წლის ედუარდ ღურწკაია მეტრო “კუზნიმკის” მახლობლად სიკვდილამდე სცემეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენება ედება ბრალად. თანამდებობიდან დაითხოვეს იმ ოპერატიული რაზმის თავმჯდომარეც, რომელშიც ჩხუბისთავები მსახურობდნენ. მკვლელობის მიზეზი კი ყოფითი კამათი იყო: მილიციელი 20 წლის აფხაზს იმისთვის დაესხა თავს, რომ მან იგი “მაკდონალდსის” ტუალეტში ურიგოდ არ გაატარა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ოთხშაბათს გამოძიება სასამართლოს მიმართავს, რათა მან მილიციის ყოფილი თანამშრომლების დაპატიმრების შესახებ განკარგულება გასცეს.
სამი მილიციელი, რომლებმაც მეტრო “კუზმნიკისთან” 20 წლის ედუარდ ღურწკაიას ცემაში მიიღეს მონაწილეობა, სამსახურიდან რუსეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ბრძანებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ “გაზეტა.რუ”-ს შინაგან საქმეთა სამმართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა აცნობა. “ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამივე მათგანი მილიციდან იყო, დადასტურდა. ჩხუბის დროს მათ სამუშაო ფორმა ეცვათ და არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ”- განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.
22 წლის ანვერ იბრაგიმოვს სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედება ბრალად. მისი ორი თანამშრომელიც დააკავეს, მაგრამ ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს. Aამ საქმეში ისინი მოწმეებად ჩათვალეს.
კალმიკიის მკვიდრმა იბრაგიმოვმა, 22 წლის ალეკსეი ჩერნიკოვმა ლიპეცკის ოლქიდან და 26 წლის ვიქტორ კუზნეცოვმა ვოლგოგრადის ოლქიდან მოსკოვის მეორე ოპერატიულ რაზმში 2008 წელს დაიწყეს მუშაობა.
ორშაბათ საღამოს მილიციელები მეტრო “კუზმნიკისთან” მდებარე “მაკდონალდსისი რესტორანში შევიდნენ. სამივე მთვრალი იყო. 11 საათის დასაწყოსში იბრაგიმოვი რესტორნის ტუალეტისკენ გაემართა, კიბეზე იგი ღურწკაიას შეეფეთა, რომელიც “მაკდონალდსში” მეგობარ დავით ჯომიდავასთან ერთად იყო. “ყოფითი კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა” – აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში. ორ აფხაზთან ერთად ქუჩაში გასვლისას, მილიციელები თავს დაესხნენ ღურწკაიას და ცემა დაუწყეს. მისი მეგობარი კი გაიქცა.
თვითმხილველების განცხადებით, აფხაზს ჯერ ხელჯოხით კბილები ჩაუმტვრიეს, ხოლო როცა ახალგაზრდა ძირს დაეცა, ერთ-ერთი მილიციელი მას ზედ დაახტა და გულის ფიცარი ჩაუმტვრია.
ამის შემდეგ, მილიციელებმა კიდევ ნახევარ საათს იარეს იმავე რაიონში, ბოლოს კი მეტროთი გაემგზავრნენ. დაახლოებით 11 საათზე სასწრაფო დახმარება და მილიცია გამოიძახეს. ღურწკაიას ახლობლები (და და ძმა) მის გადარჩენას ცდილობდნენ, აფთაქიდან ბინტი და ტკივილგამაყუჩებლები მოუტანეს. მაგრამ როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა, ექიმებმა ღურწკაიას სიკვდილი დაადასტურეს.
სამშაბათ დილით შსს-ში განაცხადეს, რომ ვერავის დაკავება შეძლეს: “თან ჩვენ არ გვაქვს იმის საბუთი, რომ დამნაშავენი მილიციის თანამშრომლები არიან”. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მილიციელები ჯერ კიდევ ღამით დააკავეს.
მთვრალი ქვეშევრდომების დებოშის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს მოსკოვის მეორე ოპერატიული რაზმის თავმჯდომარე პოლკოვნიკი ვლადიმერ დომაშევი. ეს განკარგულება შსს-ს თავმჯდომარე ვლადიმერ კოლოკოლცევმა გასცა.
ოთხშაბათს გამოძიება სასამართლოს მიმართავს, რათა მან მილიციის ყოფილი თანამშრომლების დაპატიმრების შესახებ განკარგულება გასცეს. “ჩვენ მასალას ვაგროვებთ, დღეს მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ, ხოლო იმას, თუ რომელ სასამართლოს მივმართავთ, ხვალ ვიტყვით”,- განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

0 კომენტარი: