მთარგმნელი: ნინო ბეგლარაშვილი
სტილი დაცულია

http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1181396

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა 2 ივნისს განაცხადა, რომ 31 მაისს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს “ნატო” არ აღიარებს. მანამადე ასეთივე განცხადება ევროკავშირის სახელითაც გავრცელდა. რუსულმა დელეგაციამ კი, რომელიც რესპუბლიკაში არჩევნებს აკვირდებოდა, ის კანონიერად აღიარა, ოღონდ “გარკვეული დარღვევებით”. “ასეთი სახის არჩევნების ჩატარება არ შეესაბამება საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან რეგულირებას”-განაცხადა “ნატოს” გენერალურმა მდივანა იაპ დე ჰოპ სხეფერმა. ალიანსის ხელმძღვანელმა შეხსენება გააკეთა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და საქართველოს ხელმძღვანელობა დაარწმუნა თავის მხარდაჭერაში სუვერენიის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
მანამდე კი ასეთივე შეფასებები ევროკავშირის სახელითაც გაკეთდა. გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ არჩევნები არალეგიტიმურ და არაკანონიერ ხასიათის ატარებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დამკვირვებლებმა ხმის მიცემის მსვლელობისას სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.
კომისიის განცხადების თანახმად “დამკვირვებლებმა აღნიშნეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობა მოთხოვნილ საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან”. თუმცა, რუსეთის დელეგაციამ ისიც აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული იყო “გარკვეული დარღევები”. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღანელმა, ვლადიმერ ჩუროვმა ახსენა ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტი რამდენიმე უბნაზე და ასევე საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალის არსებობა. “ჩვენ ერთადერთხელ გავაკეთეთ შენიშვნა და ეს მასალები მაშინვე მოაშორეს”-ირწმუნება ის.
ჩუროვმა რადიო “ეხო მასკვას”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ევროპელი კოლეგების კომენტირებში არჩევნების ფაქტობრივი აღიარება იპოვა: ”სადაა ძველი, კეთილი დიპლომატიური სკოლა? კლასიკური დიპლომატიის თვალსაზრისით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების განცხადება არჩევნების აღიარებას ნიშნავს - რომ ის შედგა, რომ ის იყო.”

4 კომენტარი:

"ნატო", შე ძველო! =))
გოგოებო, დაბრუნდით ახალი ამბებით, მომენატრა თქვენი ნაწერები :)

Sophie Golden ვიკა ზღვაზეა წასული და მე კიდე რაღაც "ხელშეკრულობა" მჭირს, ვერაფერს ვერ ვწერ ვერც ჩემი ბლოგისთვის და თარგმნაც მეზარება :( ორივე ბლოგს დიზაინი შევუცვალე (ჯერ კიდევ ვურჩევ რომელი უფრო კარგად მოერგება) და იქნებ ამ ცვლილებამ მაინც მომცეს სტიმული ან მუზები "მოვიტყუო" :(

es axali dizainia?
ar vicodi am blogis shesaxeb

Tomushka იმედია ხშირად გვესტუმრები ხოლმე ამის მერე :)