თარგმანი: ვიქტორია ბუკია
სტილი დაცულია

http://www.ng.ru/culture/2009-05-25/10_antichrist.html


კანის 62 კინოფესტივალის ჟიურიმ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო: მან ლარს ფონ ტრიერის სკანდალურ ფილმ “ანტიქრისტეს” “ანტიპრიზი” მაინიჭა. დანიელი რეჟისორის ახალ ნამუშევარს ჟიურიმ “ყველაზე ქალთმოძულე ფილმი” უწოდა. კინოფილმმა სპეციალისტები იმდენად შეაძრწუნა, რომ მათ გადაწყვიტეს თავიანთი აღშფოთება “ანტიპრიზის” მეშვეობით გამოეხატათ. ხოლო პრიზი განსაკუთრებული მორალურობისათვის კენ ლოუჩის ფილმს “ერიკის ძიებაში” ერგო.

5 კომენტარი:

კარგია, ესე იგი კარგად გაიყიდება ფილმი. მაგრამ "ნეზავისიმაია გაზეტას" რა უხარია მაინც ვერ გავიგე...

ბარემ დაგეწერათ: თქვენ რა გიხარიათო?:) : საინტერესოა, საიდან დაასკვენით, რომ" ნეზავისიმაია გაზეტას" ეს უხარია?:) თუ ყველა ნიუსი, რომელზეც ის წერს მას ახარებს (ტერაქტები, ომები), "ნეზავისიმაია" კი არა, "ჟესტოკაია გაზეტა" უნდა ერქვასსს :)

საიდან დავასკვენი და კანში ბევრი უფრო მეტად საინტერესო რაღაცეებიც ხდებოდა და სხვებმა ბევრი საინტერესოც დაწერეს. აქედანაც დავასკვენი... თქვენზე კი არაფერი მითქვამს..

ჩემო კარგო, "ნოვაია გაზეტას" ადვოკატები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ნიუსი და არა სტატია, თან ერთ-ერთი იმ ბევრიდან, რომელიც იმ საიტზე იდო. მერწმუნე, "ოქროს პალმის რტოს" მფლობელებიც არ გამორჩენიათ. უბრალოდ, ჩვენ შევარჩიეთ ეს ნიუსი სათარგმნად, ზუსტად იმიტომ, შენ რაც შენ თქვი: მთავარ პრიზიორებზე სხვა ბლოგებზე უკვე დაიწერა და "ანტიპრიზის" მფლობელზე არა. ასე რომ, გული არ დაგწყდეს "ნოვაია გაზეტაზე" მან კანის ფესტივალი მშვენივრად გააშუქა. და სხვათაშორის ეს გამოცემა ერთ-ერთია რუსული მედიის იმ მცირე გამოცემებს შორის, რომელიც გარკეული ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს.
პ.ს. მადლობა Alexander, რომ კითხულობ ჩვენს ბლოგს და არ იზარებ შენი აზრის გამოხატვას :)

მადლობა პირიქით!