ქართველებმა მიხეილ სააკაშვილის შემცვლელი მონახეს

გაზეთი კომერსანტი: N85(4140)
ავტორი: ოლგა ალლენოვა
თარგმანი: ნინო ბეგლარაშვილი
სტილი დაცულია

http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1169419

სოჭში გუშინ (სტატია გამოქვეყნებულია 15 მაისს-მთარგმნელის შენიშვნა) ქართველთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. მასზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებისადმი მოთხოვნები განისაზღვერა, რომელთა შესრულებაც ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუციელებელია. თუმცა, ყველაზე მნიშნელოვანი ისაა, რომ კონფერენციაზე საქართველოს საპრეზიდენტო სკამის მოპოვებისათვის ბრძოლაში კრემლის ახალი ფავორიტი დასახელდა.
კონფერენციის ორგანიზატორი ბიზნესმენი გოჩა ზასოხოვია, რომელიც გასული წლის აგვისტოში წამოვიდა საქართველოდან და რუსეთში თბილისის ოპოზიციური ქართველ ხალხთა ასამბლეა შექმნა. მან პირობა დადო, რომ “ღონისძიებებზე ბევრს ისაუბრებენ”. რას გულისხმობდა ის, ნათელი მხოლოდ კონფერენციის დასასრულს გახდა, როდესაც სიტყვა პეტერბურგელ ბიზნესმენს, ალექსანდრე ებრალიძეს გადასცეს. კულუარებში მასზე საუბრობენ, რომ “ის პუტინის გუნდიდანაა” და რომ ცნობილია, როგორც შერემეტევსკის სასახლის მყიდველი და მისი რეკონსტრუქციის გამკეთებელი.
ებრალიძემ შეთავაზება გააკეთა “შექმნან პლატფორმა საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურის წამოსაყენებლად” და ასევე პარტიაც, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესებს გამოხატავს და საქართველოში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ბიზენსმენმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირეშით საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბა. მისი აზრით, ქვეყანა უნდა გახდეს ნეიტრალური, არ უნდა გაერთიანდეს არცერთ ბლოკში, მისმა ხელისუფლებამ კი უნდა მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან და “აღადგინოს კეთილმეზობლური კავშირი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”. ეს ღონისძიებები და ასევე “საქართველოს "მართვის ახალი სახელმწიფო მოდელის” შექმნა ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ განვითარებამდე მიიყვანს.
საინტერესოა, რომ მიხეილი სააკაშვილს თავისი მმართველობის დასაწყისში დაახლოებით ასეთივე წინადადებას სთვაზაობდა მოსკოვი. შეიძლება, ეს გეგმა შემთხვევით არ გახდა აქტუალური სწორედ ახლა-საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისს ფონზე.
ბიზნესმენი ებრალიძე კიდევ წინ წავიდა და განახცადა რომ მზადაა საქართველოში პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს. “მე 20 წელი ველოდებოდი - თქვა მან - ახლა კი თავმდბალობაზე უარს ვამბობ.”
ბიზნესმენმა თავისი საუბარი “უმაღლესი მთავარსარდლის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის” სიტყვებით დააასრულა: “ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ!”
კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებისადმი ულტიმატუმიც ეწოდოს. “საქართველო უნდა გახდეს ნეიტრალური, არცერთ ბლოკში არ უნდა გაერთიანდეს, ურთიერთობები უნდა განავითაროს მეზობლებთან და მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან - წერია რეზოლუციაში - ჩვენი სამშობლოს ტერიტორიიდან არ უნდა მოდიოდეს სამხედრო მუქარა არავის მიმართ, საქართველომ თავის მხრივ უნდა მიიღოს საერთაშორისო გარანტიები მის საშიანაო საქმიანობებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით. უმთავრესი პრიორიტეტი კი უნდა გახდეს, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან”. რეზოლუცია ასევე აფიქსირებს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის მიმზიდველი პირობების შექმნას, კანონების უპირობო შესრულებას რესტუტიციის შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების გარანტირებულ უფლებას, ყველა სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის ბარიერის მოხსნასა და ორმხრივ საფუძველზე კონფლიქტების ზონების დემილიტარიზაციის” აუცილებლობას.
“ეს კარგი გეგმაა, თუმცა ჯერ არ არის ნათელი, როგორ იქნება ის რეალიზებული" - განაცხადა ჩვენთან საუბარში მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” მფლობელმა და რუსულ-ქართული ურთიერთბების აღდგენის საზოგადოებრივი კომისიის თანათავმჯდომარემ, მალხაზ გულაშვილმა.
"- სახალხო დიპლომატიას აქვს დიდი შესაძლებლობა, განსაკუთრებით ახლა, როცა ქრთული ხელისუფლება თავის წონას კარგავს საზოგადოებაში. მხოლოდ უმსხვილესი სახელმწიფოების გარანტიებით დამტკიცებული საქართველოს ნეიტრალიტეტი – ეს არის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისა და საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის გასაღები. კითხვაზე, ბატონი ებრლიძის შანსებზე, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ბატონმა გულაშვილმა უპასუხა: “ებრალიძის გეგმებს ერთი სერიოზული წინააღმდეგობა აქვს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე. კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეობის მიცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, სააკაშვილი კი მას მოქალაქეობას არასოდეს არ მისცემს.”
ებრალიძემ, რომელსც საკმაოდ გაუჭირდა დაცვის წრიდან თავის დაღწევა, განაცხადა, რომ “მხოლოდ ახლა დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტობისათვის”.
- მაგრამ სააკაშვილი არ მოგცემთ თქენ მოქალაქეობას.
- მასე რატომ ფიქრობთ? მე მგონია, რომ მომცემს.
კითხვას, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან სიახლოვის შესახებ, ბიზნესმენმა ფრთხილად უპასუხა: “ძალიანაც კარგი იქნებოდა, რომ მე მას პირადად ვიცნობდე, მაგრამს ეს ასე არ არის”.

1 კომენტარი:

es ebralidzega gvaklda ra.... ni, sainteresoa dzaaan, kai gogo xar :*