ავტორი: ელენა რიკოვა
თარგმანი: ნინო ბეგლარაშვილი
სტილი დაცულია
წყარო: http://www.rb.ru/topstory/politics/2009/05/08/134435.html




7 მაისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ასევე ერთი წელია, რაც 8 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის მმართველი ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ ხნის მანძილზე ძალთა გადანაწილება არ შეცვლილა: მედვედევის ძველებურად არ სჯერათ, პუტინს კი პოტენციური ელექტორატის 30% უჭერს მხარს.
იურია ლევადას ანალიტიკური ცენტრი (“ლევადა-ცენტრი”) მედვედევის გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული, ყოველთვიურად რუსებს ერთი და იმავე კითხვებს უსვამს: “ვის ხელშია ახლა ქვეყანაში რეალური ძალაუფლება?” და “აგრძელებს თუ არა დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას?”

მედვედევი ხალხის მხარდაჭერას კარგავს.

ერთი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ძალაუფლება დიმიტრი მედვედევის ხელშია, 16%-დან 12%-მდე შემცირდა. ამასთანავე, გამოკითხულთა 80% ფიქრობს, რომ ახლანდელი პრეზიდენტი თავისი წინამორბედის პოლიტიკას აგრძელებს.
“ლევადა-ცენტრმა” ბოლო კვლევა 2009 წლის 24-27 აპრილს ჩაატარა. ქვეყნის 46 რეგიონის 128 დასახლებული პუნქტიდან სულ 1 600 რუსი გამოკითხეს. როგორც აღმოჩნდა, ინაუგურაციის დროს დიმიტრი მედვედევის უფრო მეტ ადამიანს სჯეროდა, ვიდრე ახლა, მისი “მმართველობიდან” ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტის თაყვანისმცემელთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა.

”სანახევრო ძალაუფლება” უცხოელ ინვესტორებს არ იზიდავს

რუსების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალაუფლება თანაბარი ხარისხით ორივეს მედვედევსაც და პუტინსაც სანახევროდ აქვს - ასე უპასუხა რესპოდენტთა 48%-მა. 30%-ი ძველებურად ფიქრობს, რომ ძალაუფლება მთლიანად პრემიერ-მინისტრის ხელშია. რესპოდენტთა 10%-ს კი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
ძალაუფლების ასეთი “განლაგება” უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის იმიჯზე. როგორც “როიტერი” წერს, ასეთ არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში ნებისმიერი დავა ორ ლიდერს შორის, პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. ეს უცხოელ ინვესტორს ოპტიმიზმს არ მატებს და რუსეთიდან მხოლოდ კაპიტალის გადინებას აძლიერებს
ასე რომ, უცხოელი ინვესტორების იმედები ახალ პრეზიდენტზე არ გამართლდა: ერთი წლის შემდეგ, ძველებურად გაუგებარია, ვინ მართავს ქვეყანას და როგორია პრეზიდენტის ძირითადი პოლიტიკური მიმართულება.

მედვედევის “სრულიად ახალი პოლიტიკის” რუსების 2%-ს სჯერა.

“ლევადა ცენტრის” მიერ გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა (80%) მიიჩნევს, რომ დიმიტრი მედვედევი წინამორბედის პოლიტიკას მისდევს. გამოკითხულთა 26%-ს სჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინის პოლიტიკას ზედმიწევნით ზუსტად აგრძელებს, 56%-ი კი მიიჩნევს, რომ მედვედევი “ძირითადად განაგრძობს წინამორბედის პოლიტიკას”. შედარებისათვის - ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 40% და 41% იყო. საერთო რეზულტატი ( 81% - 2008 წელს, 80% - 2009 წელს) თითქმის არ შეცვლილა.
გამოკითხულთა შორის მხოლოდ აბსოლუტური უმცირესობა (რესპონდენტთა 2%) ფიქრობს, რომ დიმიტრი მედვედევი “სრულიად ახალ პოლიტიკას” ახორციელებს. 7%-ს კი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

2 კომენტარი:

საინტერესო ბლოგია და ძალიან მომეწონა - მაგრები ხართ. იქნებ რამდენიმე პოსტი საქართველოში ტურიზმის შესახებ თუ ნახავთ დაამატოთ, საინტერესოა რას ამბობენ

მხოლოდ რუსებს კი არა, არავის სჯერა მედვედევის პრეზიდენტობის. იმ დღეს რაღაც quizz-ს ვაკეთებდი და ასეთი შეკითხვა იყო, ვინაა რუსეთის პრეზიდენტი, ეგრევე პუტინი ჩავწერე და მერე გამახსენდა, რომ მედვედევია ოფიციალურად :)